ფეხბურთი

19:08 | 18.08.2017 | ნანახია 1607 - ჯერ

“დინამოს” სერგეი ლიტოვჩენკო გამოაკლდა

თბილისის “დინამოს” უკრაინელმა მეკარემ სერგეი ლიტოვჩენკომ ოპერაცია გაიკეთა და თამაშს 3-4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. როგორც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ლიტოვჩენკოს ქირურგიული ჩარევა მარცხენა მტევნის ნავისებურ ძვალზე დასჭირდა და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

აქვე გეტყვით, რომ სერგეი ლიტოვჩენკო “დინამომ” გასულ ზამთარში “ზუგდიდიდან” დაიმატა და უკრაინელი სეზონის პირველ ნახევარში სასტარტო შემადგენლობაში უცვლელად ხვდებოდა. თავდაპირველად მან დაზიანება სლოვენიურ შეკრებაზე მიიღო, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ ტრავმა გაიმიზეზა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:46 | 18.08.2017
რაჭა (10043)

ცუდია...ნუ, რევიშვილი მაინც გვყავს
წარმატებები

0.065126