ფეხბურთი

21:40 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრა “მანჩესტერში”, თუმცა არა მოთამაშედ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა კარიერა ისევ "მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელოს, თუმცა არა როგორც მოთამაშემ. “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ განაცხადა, რომ გუნდში ზლატანის დარჩენა დიდ სარგებელს მოუტანს “მანჩესტერს”. პორტუგალიელი სპეციალისტი 35 წლის ფეხბურთელს სამწვრთნელო შტაბში მუშაობას სთავაზობს.

იბრაჰიმოვიჩმა გასული სეზონის დაწყებამდე ინგლისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მანჩესტერელთა რიგებში წარმატებულადაც ასპარეზობდა, მაგრამ გაზაფხულზე ევროპა ლიგის მატჩში მძიმედ დაშავდა და ჯერაც სარეაბილიტაციო კურსს გადის. ის ამჟამად თავისუფალი აგენტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105369