ფეხბურთი

0:40 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი და “ლას პალმასი” დაშორდნენ

განელი ფეხბურთელის კევინ-პრინს ბოატენგის და “ლას პალმასის” გზები გაიყარა. კანარული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მაისში “ყვითლებთან” კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა, თუმცა ოჯახური მიზეზების გამო, კლუბს გაშვება სთხოვა და “ლას პალმასის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის სურვილი გაითვალისწინა.

ბოატენგი “ლას პალმასს” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან ამ დროის განმალობაში კანარული კლუბის მაისური 29-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.120404