ფეხბურთი

22:13 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“შევარდენის” ფეხბურთელი ცსკა-ში ისინჯება

თბილისის “შევარდენი 1906”-ის თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი მოსკოვის ცსკა-ში სინჯებზე იმყოფება. 26 წლის ფეხბურთელი რუსული ფეხბურთის გრანდის მთავარ გუნდში სინჯებზე გარკვეული პერიოდი დარჩება და რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას.

სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი დარჩება თუ არა, ქართველი მოთამაშე მოსკოვის არმიელთა კლუბში.

მიხეილ როსტიაშვილს სხვა და სხვა დროს ქუთაისის “ტორპედოს”, “ვიტ ჯორჯიას”, “სამტრედიას”, “ბორჯომის”, “ლიახვისა” და ლატვიური “სპარტაკსის” რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110061