ფეხბურთი

23:00 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" ხოსელუ დაიმატა

"სტოკ სიტის" აწ უკვე ყოფილი ესპანელი თავდამსხმელი ხოსელუ კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "კაჭკაჭების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. Sky Sports-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "სტოკმა" 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

ხოსელუმ კარიერა "სელტაში" დაიწყო და შემდეგ "რეალის" სარეზერვო გუნდში გადავიდა. მადრიდულ გრანდში ფეხბურთელმა თავი ვერ გამოიჩინა და 2012 წელს "ჰოფენჰაიმში" აღმოჩნდა. 2014 წელს ესპანელი "ჰანოვერში" მოხვდა, ხოლო ინგლისში ერთი წლის შემდეგ გადაბარგდა. "სტოკის" რიგებში თავდამსხმელმა 27 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი იჯარით "დეპორტივოში" თამაშობდა და თავი 24 შეხვედრაში 6 გოით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115359