ჩოგბურთი

21:15 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი პირველი ჩოგანი გახდება

21 აგვისტოს რაფაელ ნადალი მსოფლიო რეიტინგის სათავეში მოექცევა. ნადალის გაპირველება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც როჯერ ფედერერმა ცინცინატის მასტერსზე თამაში ტრავმის გამო იუარა.

ამჟამინდელი რეიტინგის პირველი ნომერი ენდი მარეია, რომელმაც შარშან ცინცინატის ფინალი ითამაშა, წელს კი ტურნირზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს და შესაბამისად, 600 სარეიტინგო ქულა დააკლდება.

ნადალი ბოლოს 2014 წელს იყო რეიტინგის სათავეში, სულ კი ესპანელი პირველი ჩოგბურთელის სტატუსს 142 კვირა ატარებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115419