კალათბურთი

1:00 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი: "ევრობასკეტის თასი ოცნებებს უფრო აღვივებს"

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი, მანუჩარ მარკოიშვილი ათენში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს გაესაუბრა. როგორც უკანახაზელმა მედიას განუცხადა პროგრამა-მინიმუმს საქართველოს ნაკრები აუცილებლად შეასრულებს და ქვეჯგუფიდან გავა.

“კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატზე სტაბილურად გავდივართ, მაგრამ დროა ფინალურ ეტაპზეც ვთქვათ სიტყვა და ღირსეულად გამოვიდეთ. იმედია, პროგრამა-მინიმუმს შევასრულებთ და ქვეჯგუფიდანაც გავალთ. რაც შეეხება თასის საქართველოში ჩამოსვლას – მართლაც საოცნებო თასია. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ამ თასის მოგების შანსი არ გვაქვს, ამიტომ მასთან თითოეული შეხება და სურათის გადაღება მართლაც საამაყოა – ოცნებებს უფრო აღვივებს”, - განაცხადა მარკოიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 31 აგვისტოდან ევრობასკეტზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1124