ფეხბურთი

21:05 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” სერხიო რიკოს გაუხანგრძლივა

ესპანურმა “სევილიამ” სერხიო რიკოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. 23 წლის მეკარე “რამონ სანჩეს პისხუანზე” 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება – ამის შესახებ ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

რიკოს ძველი ხელშეკრულება 2019 წელს ეწურებოდა, თუმცა “სევილიას” დაჟინებული მოთხოვნით იგი გახანგრძლივდა. აღსანიშნავია, რომ Marca-ს ინფორმაციით, სერხიო რიკომ ბევრად გაუმჯობესებული კონტრაქტი მიიღო.

ესპანელი მეკარე “სევილიელ დალაქთა” კარს ბოლო ორი სეზონიში განმავლობაში იცავს და 69 შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე ზაფხულში კი “ლივერპული” იწვევდა, მაგრამ ესპანურმა გუნდმა ინგლისელებისგან შემოთავაზებულ 12 მილიონ ევროზე უარი თქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111009