ფეხბურთი

20:10 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” ბერიაშვილი დაიმატა

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” გიორგი ბერიაშვილი დაიმატა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა.

გიორგი ბერიაშვილი აქამდე “სამტრედიაში” ირჯებოდა, მაგრამ გია ცეცაძის გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და კლუბი ცოტა ხნის წინ დატოვა. სამტრედიელთა ღირსება მან ეროვნული ლიგის 18 მატჩში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა.

სხვადასხვა დროს ასევე უთამაშია “შუქურაში”, ბათუმის “დინამოში”, “დილაში”, რუსთავის “მეტალურგში”, “ვიტ ჯორჯიასა” და აზერბაიჯანულ “თურანში”. 2012-2013 წლების სეზონი კი სწორედ “ტორპედოში” გაატარა და 29 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111317