ფეხბურთი

17:15 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

როგორ მოხვდით მანდ?

ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ გაკვირვებულია, თუ როგორ მოხვდა "რეალის" ამდენი ქომაგი "კამპ ნოუზე". საუბარია გუშინდელ მატჩზე, რომელიც "სამეფო კლუბმა" 3:1 მოიგო.

"ტრიბუნებზე რაღაც უცნაური ხდებოდა. არ მესმის, რატომ გულშემატკივრობდა ამდენი ადამიანი "რეალს". როცა შინ თამაშობ, შეუძლებელია, ეს ფაქტი მოგეწონოს. ალბათ, მადრიდელთა ქომაგებმა, უბრალოდ, იოლად იყიდეს ბევრი ბილეთი. ეს კი არასწორია" - განაცხადა 33 წლის ესპანელმა ვარსკვლავმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125168