20 წლის გერმანელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევმა მონრეალის მასტერსის ფინალში დიდი სლემი 19-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი 6:3, 6:4 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრა ერთ საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. ზვერევმა ექვსი შესაძლებლობიდან 2 ბრეიკი შეასრულა, ხოლო როჯერმა სამი ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთი გამოიყენა.
ზვერევმა კარიერაში AთP-ის მეექვსე ტიტული მოიპოვა, აქედან ორი მასტერსის ტურნირია - რომი და მონრეალი. გერმანელი ჩოგბურთელი ისტორიაში მეექვსე მოთამაშეა, რომელმაც 21 წლამდე ორი მასტერსის ტიტული მოიგო.
ამ გამარჯვებით უმცროსმა ზვერევმა 894 588 ამერიკული დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. რაც შეეხება როჯერ ფედერერს, მაესტრომ წელს ფინალი პირველად წააგო.