ამერიკული MLS-ის ბოლო ტურის გამორჩეულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს “ნიუ-იორკ რედ ბული” და “ორლანდო სიტი” ხვდებოდნენ, რიკარდო კაკა გააძევეს. ამ ამბავში უცნაური ისაა, რომ ბრაზილიელ შემტევს შეხვედრის მთავარმ მსაჯმა “რედ ბულის” ფეხბურთელთან გახუმრების გამო უჩვენა წითელი ბარათი.
თამაშის ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როცა ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, ხოლო სიტუაციის განმუხტვა კაკამ სცადა: იგი “რედ ბულის” ფრანგ მცველ ორელინ კოლინთან მივიდა და სახეზე ხელი მოჰკიდა, თუმცა ხუმრობით. აღსანიშნავია ისიც, რომ კოლინი ორი წელი სწორედ “ორლანდოში” თამაშობდა და შესაბამისად, კაკა და ის ერთმანეთს კარგად იცნობენ.
მსაჯმა ჯერ ვიდეო გამეორებას უყურა, მერე კაკას წითელი ბარათი უჩვენა – ბრაზილიელი შეეცადა აეხსნა, რომ იხუმრა და სხვათა შორის იმავეში კოლინიც არწმუნებდა მას, მაგრამ შეუვალი აღმოჩნდა...
უშუალოდ მატჩში “რედ ბულმა” 3:1 მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაკამ კი იხუმრა, მაგრამ მსაჯს იუმორის გრძნობა არ აღმოაჩნდა, ბავშვობაში აცრეს.
ევროპაში, ერთი 10-15 წლის უკან იყვნენ ასეთი შეუვალი მსაჯები, აი დაახლოებით ისეთები, წაქცეული ფეხბურთელი ხელს რომ გაუწოდებდა, იქნება ადგომაში მომეხმაროო და ეს რომ ყვითელს უჩვენებდა, ეს რა მაკადრაო DDDDDDDD
ეს მსაჯი იეღოველია
))
აი ეგ არის ამერიკა





იაპონელებიც უხსნიდნენ - გეხუმრეთ პერლ ჰარბორშიო, მაგრამ ამათმა გააქანეს და ორი ბომბი მაინც ჩაუგდეს
DDDDDDDDDDD