სხვა

2:18 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩილესთან გამარჯვების იმედით

საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრემბა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და ლიდერ გერმანიასთან დიდი ანგარიშით 41:25 დამარცხდა.

ბექა ორჯონიკიძის გუნდმა დასაწყისში კარგად დაიწყო. ანგარიში 30-ე წამზე მორანტემ გახსნა და გერმანია დაწინაურდა, თუმცა ქართველები 4:4-მდე საყაიმო ანგარიშს ინარჩუნებდნენ. შემდეგ კი გერმანია კვლავ წინ გაიჭრა, რომლის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება ვეღარ შესძლო.

პირველი ტაიმი გერმანიამ 13 ქულის სხვაობით 21:8 მოიგო. ყველაზე მეტი - 4 გოლი პირველ ტაიმში მატესმა გაიტანა.

მეორე ტაიმი პირველისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ჩვენი ნაკრები წაგებას უკვე შეგუებული იყო და თამაში უბრალოდ არბიტრის სასტვენამდე გაგრძელდა, თუმცა მატჩს მიწურულს ქართველთა მეკარემ რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია.

სტატისტიკურად ქარველები მეორე ტაიმს ნაკლები სხვაობით აგებენ და დღესაც ასე მოხდა. პირველ ტაიმში თუ 13 გოლით ჩამოგვიტოვა მოწინააღმდეგემ, მეორეში სხვაობა 3-მდე დავიდა და 20:17 დასრულდა.

მატჩის შემდგომ დაასახელეს საუკეთესო მოთამაშეები. ქართველთაგან რუსტამოვი გამოარჩიეს, რომელმაც გუნდს 6 გოლი მოუტანა, ხოლო რაც შეეხება გერმანელთაგან – საუკეთესოდ 8 გოლის ავტორი სტარი აღიარეს.

საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრები ცხრილში მე-5 პოზიციაზეა და ჯგუფიდან გასასვლელად ჩილესთან გამარჯვება მართებს.

გოლები:

საქართველო: რუსტამოვი 6, კბილაშვილი 6, ვრება 4, ლაპიაშვილი 3, იობაშვილი 2.

  1. გერმანია – 8 – 151:84
  2. ისლანდია – 8 132:98
  3. იაპონია – 4 – 107:109
  4. ალჟირი – 2 – 103:134
  5. საქართველო – 2 – 100:137
  6. ჩილე – 0 – 103:134

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრები ჩილეს წინააღმდეგ, 14 აგვისტოს 18:00 საათზე ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114492