ფეხბურთი

10:27 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" განელი ფეხბურთელი დაიმატა

გორის “დილამ” განელი ნახევარმცველი კალიფ ალჰასანი გაიფორმა. ამის შესახებ საქართველოს 2015 წლის ჩემპიონის ფეისბუქგვერდი იტყობინება. ალჰასანი ბოლოს ამერიკულ “ნიუ-იორკ კოსმოსში” ირჯებოდა და კარიერის უმეტესი ნაწილიც სწორედ აშშ-ში აქვს გატარებული.

“საქართველოში პირველად ვიმყოფები და მოხარული ვარ აქ ყოფნით. ვეცდები გუნდს გამოვადგე და ერთად მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც “დილას” დასახული აქვს”, - ციტირების გორელთა ფეისბუქგვერდი ალჰასანს.

26 წლის შემტევს აქამდე "ნიუ-იორკ კოსმოსის" გარდა, “ლიბერთი პროფესიონალში”, “პროტლენდ ტიამბერზში”, “მინესოტა იუნაიტედსა” და “ტამპა ბეიში” უთამაშია. სხვა და სხვა დროს განის 17 და 20 წლამდე ნაკრების წევრიც იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116744