ფეხბურთი

1:17 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი სამი წლის წინ მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. საინტერესოა, რომ ხორვატი სამი წლის წინანდელ სასჯელს მოიხდის.

საქმე ისაა, რომ 2014 წელს, “ატლეტიკოსთან” შეხვედრის 89-ე წუთზე ლუკამ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. იქედან მოყოლებული კი “რეალს” ესპანეთის სუპერთასის მატჩი არ ჩაუტარებია. შესაბამისად, სასჯელის მოხდა ახლა მოუწევს.

“რეალი” 13 აგვისტოს “ბარსელონას” კამპ ნოუზე” ეწვევა, ხოლო სამი დღის შემდგომ საკუთარ მოედანზე დაუხვდება და სწორედ ეს ორი შეხვედრა გაარკვევს ესპანეთის სუპერთასის 2017 წლის გამარჯვებულის ვინაობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100977