ფეხბურთი

0:35 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

როგორც იქნა - ჯანო მოედანს დაუბრუნდა

როგორც იქნა მოედანზე ვიხილეთ ჯანო ანანიძე – პირველ ოთხ ტურში სათადარიგო სკამზე ყოფნის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევი ტულის “არსენალთან” მოგებულ (2:0) მატჩში ძირითადში გამოჩნდა. მასიმო კარერამ საბოლოოდ ჯანოს 65 წუთი დაუთმო. ანანიძე საკმაოდ აქტიური იყო იმის კვალობაზე, რომ სეზონში დებიუტი ჰქონდა. მაღალი შეფასებაც მიიღო – 7.5 ქულა. მოქმედ ჩემპიონ “სპარტაკს” ხუთი ტურის მერე 8 ქულა აქვს და მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა. “არსენალის” რიგებში არ უთამაშია გია გრიგალავას, რომელიც ტრავმირებულია.

არ გამოჩენილა გიორგი ჭანტურიაც – “ურალი” მის გარეშე ლიდერ “ზენიტს” დაუზავდა (1:1). ქართველი განაცხადში არ იყო. არადა, გიორგიმ ტრავმა ცოტა ხნის მოიშუშა და სამი მატჩიც ჩაატარა, რომლებშიც თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. “ურალი” წაუგებლად ასპარეზობს, თუმცა ერთადერთხელ მოიგო და ამიტომ 7 ქულით ცხრილის შუაშია.

აქვე, შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვირკველიამ ყოფილი გუნდის, ყაზანის “რუბინის” კარი ბოლო წუთზე აიღო და გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა.

პოლონეთის თასის 1/16 ფინალში "პოგონმა" პოზნანის "ლეხი" 3:0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. გამარჯვებულთა შორის 90 წუთი გაისარჯა ლაშა დვალი, ხოლო მათე ცინცაძეს ამჯერადაც არ უთამაშია.

0.114307