ფეხბურთი

17:21 | 9.08.2017 | ნანახია 1689 - ჯერ

გიორგი დათუნაიშვილი: "წლების განმავლობაში უკან მიდიოდა საქმე და უცებ უკეთესობისკენ ვერ შეიცვლებოდა"

"სამტრედიას" კაპიტანი გიორგი დათუნაიშვილი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და სტაბილური ფეხბურთელია. ძნელი გასახსენებელია სეზონი, მას რომ ჩაეგდოს, ან ამა თუ იმ გუნდში კარგი სახელი არ დაეტოვებინოს. დათუნაიშვილი საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ ხშირად გაუტანია გადამწყვეტი გოლიც - განსაკუთრებით, ბოლო წუთებზე.

გაუტანია თბილისის "დინამოს" კარში და, უახლოეს ტურში სწორედ "სამტრედია"-"დინამოა". მოქმედი ჩემპიონი და ახლანდელი მესამეადგილოსანი ერთპიროვნულ ლიდერს უმასპინძლებს. შეხვედრა 12 აგვისტოს შედგება ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე.

დათუნაიშვილმა მოახლოებულ მატჩზე და მთლიანად ჩემპიონატზე ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

- ცხრილიდან გამომდინარე, თუ "დინამოს" მოუგებთ, სამეულში ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება...

- ამ შემთხვევაში "დინამოსთან" ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულა გახდება. თუმცა ყველამ ვიცით, რომ მოგება იოლი არ იქნება. "დინამო" ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძისნაირი ტალანტი კარგა ხანია, ჩვენს ჩემპიონატში არ გამოჩენილა.

- წინა წრის მატჩი, როცა თბილისში 2:3 წააგეთ, ბევრი გულშემატკივრის აზრით, საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში...

- დიახ, მართლა კარგი თამაში იყო და ვეცდებით, ამჯერად მოგებით დავასრულოთ.

- "დინამოს" კარში საკმაოდ ხშირად გაგაქვთ გოლი. ეს იმიტომ, რომ "დინამოა" და მის წინააღმდეგ უფრო მოტივირებული ხართ?

- ასე ვერ ვიტყოდი, ყველასთან მოტივირებული გავდივარ მოედანზე. "დინამოს" კარში კი რატომღაც მართლაც ხშირად გამქონდა. "ვიტ ჯორჯიაში" თამაშისას ოთხჯერ თუ ხუთჯერ გავუტანე, მათ შორის, თასის ფინალში და სუპერთასზეც. "ტორპედოშიც" რომ ვიყავი, მაშინაც გადამწყვეტი გოლი შევაგდე. ასევე, "ჩიხურაში" თამაშისას თასის ფინალში. წინა წრეშიც გავუტანე, სტუმრად თბილისში... ისე, "დინამოს" სტადიონზე უფრო ხშირად გამაქვს.

- "დინამოს" ახალგაზრდები ახსენეთ. "სამტრედიას" რამდენად ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს?

- ჩვენს გუნდშიც არიან იმედისმომცემი ახალგაზრდები. ბურკაძე, ხაბეიშვილი, ნინუა - ხანდახან უწევთ თამაში ეროვნულ ლიგაში. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა განვითარდნენ.

- ჩემპიონატის ფორმატზეც გკითხავთ. რამდენად დადებითად აისახა ლიგაზე ათი გუნდის ოთხ წრედ თამაში?

- დაძაბული თამაშებია. მხოლოდ "შუქურა" ჩამორჩა, თორემ სხვა გუნდების დაპირისპირებებს რომ გადავხედოთ, ფავორიტ-აუტსაიდერის წინასწარ გარკვევა ურთულესი საქმეა. წინა ტურშიც ასე მოხდა: "ტორპედომ" "კოლხეთს" ვერ მოუგო. 16 გუნდი უმაღლეს ლიგაში მართლაც ბევრი იყო, კარგად მახსოვს, ზოგიერთ კლუბს გზის ფულიც კი არ ჰქონდა. ათგუნდიანი უკეთესია, დაძაბული თამაშებია. კარგია, რომ ჩემპიონატიც შუქდება. მაგრამ ამ ყველაფერს სათამაშო დონეზე ჯერ არ უმოქმედია.

- კითხვა თავისთავად დაიბადა - რატომ?

- ვფიქრობ, წლების განმავლობაში უკან-უკან მიდიოდა საქმე და ეს ყველაფერი ერთ და ორ წელიწადში ვერ შეიცვლებოდა. უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამას უცებ ემოქმედა. "ყარაბახს", ვისთანაც მწარედ წავაგეთ, 50 მილიონი დოლარი წლიური ბიუჯეტი აქვს. ეს თითქმის ნახევარია იმ თანხისა, რაც ქართული ფეხბურთის განვითრეების პროგრამას 5 წლის განმავლობაში უნდა მოხმარდეს.

წლების განმავლობაში ინგრეოდა სტადიონები, უარესდებოდა ინფრასტრუქტურა... ჩემპიონატში ამდენი ხელოვნური მოედანი, თანაც, უხარისხოები. ამიტომაცაა, რომ იმატა ტრავმებმა, ხშირია ჯანმრთელობის პრობლემები. "ყარაბახთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშის წინ, ბაქოში მინდორი მორწყეს და ბიჭები ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე? თითქოს დეტალებია, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დეტალები ბევრია და ეს მოქმედებს ჩემპიონატზეც. თვითონ კლუბებმაც უნდა მოინდომონ. როგორ მოვა კერძო ინვესტორი, თუ მას არაფერი დაახვედრე? მხოლოდ სახელს ხომ არ იყიდის? ინფრასტრუქტურასაც და ბავშვთა ფეხბურთსაც დიდი ყურადღება სჭირდება. ასე თუ დავძლევთ კრიზისს...

erovnuliliga.ge

ლოკომოტივი   5 - 0    ჩიხურა

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   5 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    დინამო ბთ

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   1 - 2    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   0 - 2    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:20 | 10.08.2017
armenakich1 (39)

დააბრუნეთ ზესტაფონი !!!
პ.ს მართლა აკლია ზესტა ქართულ ფეხბურთს მაგრამ ისიც არასწორია რო გულს იმით იჯერებთ ჯერ შერცხვენილი არ გვინახავსო, ნეფტჩისთან და სპარტაკ ტრნავასთან 3-0 ები ვინ წააგო აბა მარტო ბრიიუგეს რო იხსენებთ მაგრამ რათქმაუნდა ეს გუნდი დასაბრუნებელია და სირცხვილია მისი ასე იგნორირება ბოლოს დაბოლოს თუ ევროპას ვერ გაბრდღნის ეროვნულ ლიგაში მაინც გაზრდის კონკურენციას აგერ დაბრუნების შემთხვევაში შუქურაზე და კოლხეთზე კარგ გუნდს რო შეკრებს კოკაია 90 % ით ვარ დარწმუნებული

00:16 | 10.08.2017
samtrediel (7785)

თქვენი გუკლის გასაპობად გავხდებით ჩემპიონები! ეს იუცოდეთ!

01:09 | 10.08.2017
armenakich1 (39)

გახდებით და ხომ ააწიოქებთ ევროპის სხვა ჩემპიონ გუნდებს თქვენს ჩემპიონობას მირჩევნია დინამო ახდეეს იმიტომ რომ ის მაინც ტაგაცას აკეთებს ერთადერთი პაოკთან ქონდა მაგარი ჩავარდნა, აბა ტორპედო ისევე როგორც სამტრედიას აზრი არ აქვს ჩიხურა თასზეა გადართული და ლოკო და საბურთალო ჩემპიონები არა მგონია გახდნენ ასე რომ სამტრედიამ ევროპა ლიგის საგზურიც რომ მოიპოვოს მადლობა თქვას უბრალოდ ქართული ფეხბურთის სირცხვილი რომ სამტრედია საქართველოს პირველ გუნდად იყო წარმოდგენილი ჩემპიონთა ლიგაზე, მე მათ არ ვლანძღავ ნუ ფეხბურთელებზე ვამბობ რაც შეეძლოთ გააკეთენ მაგრამ სწორედ ისაა უბედურება რომ ამაზე მეტი არ შეუძლიათ ხოლო გუნდი რომელიც ორჯერ გავიდა ევროტურნირებზეე და ორივეჯერ სამარცხვინოდ გამოვარდა ნუ რავიცი მაგ გუნდისთვის ოთხეულიც კი ვერ მემეტება, კკი ბატონო ეროვნულ ლიგაში ქაჩავს მაგრამ ევროპა ასხვა თემაა ჩიხურა იგერ არასდროს არ ბდღნიდა ეროვნულში მაგარამ ევროპაზე ჯერ შერცხვენილი გინახავთ??? ასე რომ სამტრედია არაა ევროტურნირების გუნდი და სამტრედიელებმა კი უგულშემატკივრეთ თქვენ გუნს და ძაან მაგარი ფანებიც ხართ მაგრამ ეგოისტები ნუ იქნებით როდესაც თქვენ გუნდს მაგის მეტი არ შეუძლია იმას მაინც ნუგარ ამბობთ კიდევ გაჩემპიონდესო

23:29 | 10.08.2017
samtrediel (7785)

იმდენად უსუსრი და გზას აცდენილი კომენტარი გამიკეთე პასუხის გაცემაც კი მეზარება შენთვის, თორემ დაგილაგებდი არგუმენტირებულად ყველაფერს. თან ამას ალბათ არც წაიკითხავ უკვე, შევხდებით რომელიმე ახალ თემაში. ამ კომენტარს დავიმახსოვრებ.

23:33 | 10.08.2017
samtrediel (7785)

სამტრედიას ვიცნ შეხვდა ამ ორი წლის მანძილზე ნებიმსმიერ ქართულ გუნდს ააძრობდა სახეს. ჩვენ აქ მაინც მოვუგეთ გაბალას. ყარაბაღთან 2 პენალტი თურქი მსაჯის კისერზეა და რომ არა ის გოლები არც ისე გულის გასახეთქად გამოჩნდებოდა სხვაობა. ჩიხურა ვის შეხვდა საერთოდ ან რა გააკეთა, ფარჩაკ გუნდებს ეთამაშება. ჩიხურა არ იყო ნეფჩიმ რომ გადაულაღლაღა გლანდებში? ბურსასთან გავარდნას ნუ გადაგვაყოლებთ ეხლა, მეც ვიყავი სტადიონზე და ვხედავდი მაგათ ცოდვილობას, იმას თU გასვლა ერქვა კიდე, კარში რომ ვერ დაარტყამ და 2 მატჩის ჯამში ერთი გოლის გატანის თავი რომ არ გექნება. ან ბურსა რა ჩემი ***გუნდი მყავდა.

23:36 | 10.08.2017
samtrediel (7785)

და კიდევ ერთი სისულელე. სულ 2 გუნდს შევხდით (ორივეჯერ ძლიერეს) და რადგან გამოვარდით ე.ი. სამტრედიაში ფეხბურთი გავაუქმოთ და ჩიხურას და ბათუმის დინამოს გადავულოცოთ გზა? არც გააჭრიჭინოთ! გადარტყამთ სადაც საჭიროა და მოგწონთ თU არა ჩვენ ვიქნებით მაგათზე წინ. სულ ფეხებზე მკიდია ვის მოეწონება და ვის არა.

23:38 | 10.08.2017
samtrediel (7785)

იქნებ მესამე წელს ისე გამოვდივართ ვაზანზარებთ ევროპას. რა დიაგნოზებს გვისვამთ აქ. ან რის საფუძველზე, რომელიმე ქართულმა კლუბმა გაა*აკა ჯერ ევროპაში? ვერავინ მივიდა 2004 ის მერე ჯგუფურ ეტაპამდე. ჰოდა შედეგებს რომ დადებენ მერე გაიშვირეთ ხელი სამტრედიისკენ.

23:03 | 09.08.2017
Big Z 27 (3)

ჩემი აზრით ყველაფერი ინფრასტრუქტურით უნდა დაიწყოს. ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს თუნდაც პატარა, კოხტა, კეთილმოწყობილი სტადიონი 3000 კაცი მაინც რომ ეტეოდეს. რეგიონებში ისე უყვარს ხალხს ფეხბურთი, გაავსებენ სტადიონებს და უფრო სასიამოვნოც იქნება სავსე ტრიბუნების წინ თამაში. აბა ის არის საქმე გუნდებს საკუთარ ქალაქში არ შეუძლიათ თამაში და სად აქვს გულშემატკივარს იმის ფუფუნება,სხვაგანაც რომ გაყვეს საკუთარ კლუბს.

23:14 | 09.08.2017
ბაგი-რეი (754)

დასტურ თამადას

21:52 | 09.08.2017
armenakich1 (39)

დინამომ რო ზაგრებთან გავარდა არ ვიცი რა ამბავი ატეხეს ფანებმა არა და გასვლა კარგად ვეთამასEთ 30 წუთამდე და ფეხბურთელებმაც გელაშამ და კურიემ იგრძნე პასუხისმგებლობა და წავიდენ და აგენი იქეთ არიან უკმაყოფილოები ფანებიტ ცეცაძის თამადობით

21:51 | 09.08.2017
armenakich1 (39)

სუდუვა- სიონი, ოსტერასუნსი გალათასარაი, ოსიეკი პსვ, ტარკაი სტ ჯონსტონი, ვარდარი მალმიო , ნიენდეკორნი რეინჯერსი, აბა რატო დავწერე ესენი?

21:49 | 09.08.2017
armenakich1 (39)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:48 | 09.08.2017
armenakich1 (39)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:47 | 09.08.2017
armenakich1 (39)

რატო მიბლოკავენ რას ვამბობ ისეთს @@@@

21:47 | 09.08.2017
armenakich1 (39)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:42 | 09.08.2017
armenakich1 (39)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:25 | 09.08.2017
salazar (1118)

ვაჰ ხალხო რეებს წერთ გავგიჟდი ტო. რატო ხართ რეალობას ასე მოწყვეტილები? რას ელოდით ევროტურნირებზე? მე პირადად რასაც ველოდი ის ვნახე. ასევე ვხედავ, რომ ეროვნული ჩემპიონატი ვითარდება, ჯერ ერთი შუა გზაში არავინ აყვირდება დაფინანსება არ გვაქვსო, კონკურენცია დიდია, დინამო ძაან მომწონს, ტორპედოც ძალიან კარგია, ლოკომოტივი და საბურთალოდ ყველაზე მეტად მომწონს. სხვა გუნდებს ვერ ვადევნებ თვალს კარგად.

ჩვენ ხო ყველამ ვუიცოდით, რომ სამტრედია საქართველოს საუკეთესო კლუბი არ არის? მითუმეტეს ფეხბურთელების ვერ შენარჩუნების მერე. რას ითხოვთ ვერ გავიგე. აი მომდევნო წელს გვეყოლება ბევრად კონკურენტუნარიანი გუნდები. და თუ ამავე გზით გააგრძელეს ეჭვიც არ მეპარება რომელიმე ტურნირის ჯგუფში მოვხვდებით.

ეს კაცი კიდე რასაც იძახის ფაიზაღია. მაგარი უნამუსობაა ერთმა მმართველმა ასზე მეტი სტადიონი გაყიდოს და გააფარჩაკოს, და მერე მეორე მმართველს გაუ**აკო მასიურობა რატო არ იზრდებაო.

21:16 | 09.08.2017
LA.paata (757)

სამარცხვინო გუნდია ეს სამტრედია ევროტურნირებზე, ნეტავ სამეულშიც ვერ მოხვდეს რომ ისევ სირცხვილი არ გვაჭამონ, განა სხვა გუნდები არ წააგებენ მარა ასე სამარცხვინოდ??

00:15 | 10.08.2017
samtrediel (7785)

სამტრედიასთან რა გინდა? რომელი გყავს საქართველოში უკეთესი? დამისახელე აბა რომელია უკეთესი რომელიც ევროპაში არ შეირცხვენს თავს. სამეულში კი არა ჩემპიონები უნდა გავხდეთ კიდევ, თქვენნაირების გულის გასახეთქად!

01:16 | 10.08.2017
armenakich1 (39)

სამტრედიელ დაგისახელო? პირველი ჩიხურა ჯერ შერცხვენილი გინახავს რაც თუ გამოვარდა 1 ბურთის სხვაობებით მეტით არა, ბათუმის დინამო კიდე 2 წლის წინ ომონიასთან ძაან მაგრად იბრძოლა და იქ რო წითელი არა არავინ იცის რა მოხდებოდა, ან აახლა იაგელონიასთან კი სახლში წააგო მაგრამ გასვლაზე თლათ ცუდათ არ უთამასია და ის გოლებიც 10 კაციანმა გაუშვა, დინამო თბილისი რას ერჩი ერთადერთი ძაან მწწარედ და საამარცხვინოდ მისი გავარდნა მახსოვს შარშან პაოკთან და პლეი ოფსჰი ტოტენჰემტან სხვა ახლა ზაგრების დინამოს ძაან კარგად ებრძოლა და აი მაგას ქვია ვიბრძოლეთ და მეტი არ შეგვეძლოო და არა იმას რო ორი მატჩის ჯამში 6-0 აგებ, გორის დილა ჯერ შერცხვენილი გინახავთ? თუ ვარდებოდა პლეიოფამდე მაინც გადიოდა და იქ კიდე შერხვენა სხვაა და პირველსავე ეტაპზე სხვა, ( მაგრამ ლიგის მეორე რაუნდი და ევროპა ლიგის პლეიოფიც თითქმის თანაბარია) ერთადერთი შარშან გამოვარდა იგიც აი მართლა მაგას ერქვა ფინანსური კრიზისი ნახევარი გუნდი რო ევროტურნირების მერე მიდიოდა და ისიც პენლებში გავარდა შშირაქთან

21:10 | 09.08.2017
Mamulo (195)

ეროვნულ ლიგაში კი მხოლოდ კერძო კლუბები უნდა თამაშობდნენ და ფეხბურთელებს ხელფასს კლუბი უნდა უხდიდეს და ყველა კლუბს თავისი პატარა სტადიონი უნდა ქონდეს სადაც ითამაშებს.თორემ ისე რა აზრი აქვს გუნდის ყოლას.მაგ. ავიღოთ ფოთის კოლხეთი.გუნდს თავისი სტადიონი არ აქვს და საშინაო თამაშებს სტუმრად თამაშობს,ფოთელებს კი არა აქვტ საშუალება თავის გუნდს უქომაგის(გარდა 15 კაცის რომლებიც დაყვებიან გუნდს).მაშინ რა აზრი აქვს ასეთი გუნდის ფოთელებისთვის? არაფერი.მაშინ რატო იხარჯება ამ არავის გუნდზე ბიუჯეტის ფული?

20:52 | 09.08.2017
Mamulo (195)

50 მილიონიანი ბიუჯეტი 4 წლის სშემდეგაც არა თუ სამტრედიას,თბილისის დინამოსაც არ ექნება,ისევე როგორც არ ქონდა 4 წლის წინ და მაგ ლოგიკით თუ მივყვებით 4 წლის შემდეგაც 5:0(თუ მეტს არა) წააგებთ ყარაბახთან და 250 მილიონიც შენისთანების ხელფასში განიავდება. ასე რომ არ მოხდეს, ფეხბურთის ფედერაციამ ამ ფულით მხოლოდ ფეხბურთის სკოლები და აკადემიები უნდა დააფინანსოს,ასევე ინფრასტრუქტურა მოაწყოს. ერობნულ ლიგაში კი მხოლოდ კერძო კლუბები უნდა თამაშობდნენ და ფეხბურთელებს ხელფასს კლუბი უნდა უხდიდეს .

20:33 | 09.08.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (595)

როგორც მე არა ვარ მოჭადრაკე ისე შენ არახარ ფეხბურთელი
რო გადაეკიდე ყარაბაღს 50 მილიონი აქვსო ქართულ კლუბს მაგდენი ქონდეს შენ წყლის მიმტანად არ დაგაყენებდნენ)

19:28 | 09.08.2017
BEERTRANCE (93483)

მერე გაირკვევა რო 3 წელშიც ვერ ტრიალდება თურმე

19:23 | 09.08.2017
რაჭა (9071)

წარმატებები..."დინამოს"

18:59 | 09.08.2017
drogba_ (10408)

აუ ჩაიჯვი რა ჩუმად მაინც იყავით ხოლმე მაინც და მაინც თავი უნდა შეაძულოთ ხალხს?

17:34 | 09.08.2017
#lasha# (867)

მართალს ლაპარაკობს ეს კაცი, გაიხარე გიო, წარმატებები!

სტატისტიკა
ეროვნული ლიგა - ტური 23
  • 18 აგვისტო, 2017
  • დინამო ბთ - შუქურა
  • 19 აგვისტო, 2017
  • საბურთალო - სამტრედია
  • ტორპედო - დილა
  • 20 აგვისტო, 2017
  • კოლხეთი - ლოკომოტივი
  • დინამო თბ - ჩიხურა
  •  
  • დინამო თბ22 16 2 4 55-16 50
  • ტორპედო22 13 5 4 31-16 44
  • სამტრედია22 13 4 5 34-22 43
  • ლოკომოტივი22 10 3 9 37-29 33
  • ჩიხურა22 10 3 9 30-34 33
  • საბურთალო22 10 2 10 31-27 32
  • დინამო ბთ22 7 2 13 18-28 23
  • დილა22 5 7 10 24-33 22
  • კოლხეთი22 4 7 11 20-38 19
  • შუქურა22 2 5 15 19-56 11
ეროვნული ლიგა - ტური 24
  • 25 აგვისტო, 2017
  • ჩიხურა - საბურთალო
  • შუქურა - ლოკომოტივი
  • 26 აგვისტო, 2017
  • სამტრედია - ტორპედო
  • დინამო ბთ - დინამო თბ
  • 27 აგვისტო, 2017
  • დილა - კოლხეთი
3.895964