თამაშგარე

14:45 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოლედადის შურისძიება

ერთ წელიწადზე ცოტა მეტია, რაც იტალიაში მობურთალი არგენტინელი შეტევი, გონსალო იგუაინი თავის ძველ სატრფოს, ცნობილ მოდელს, სოლედად ფანდინოს დაშორდა და ახალი გულისსწორი, ასევე მოდელი, წარმოშობით ავსტრიელი, ლარა ვშლერი შეიყვარა. მაგრამ სოლედადი ის ქალია, საზოგადოებას თავი დაავიწყოს?

რამდენიმე დღის წინ, იგუაინის ექს-სატრფომ საჯაროდ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ეპატაჟურ ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღებას აპირებს, რომელიც მის ყოფილ სატრფოს მიეძღვნება და ეს იქნება შოკი, საიდანაც არგენტინელი ბომბარდირი კარგა ხნის განმავლობაში ვეღარ გამოვა.

რა ვერაგი და ავი ჩანაფიქრი უდუღს თავში და გონებაში მშვენიერ სოლედადს - ამას სულ მალე გავიგებთ, მაგრამ ასეთ ასულს ყოფილი გულისსწორის მიმართ კარგი რომ არაფერი ექნება ჩაფიქრებული - ისიც ცხადია. ასე რომ, გონსალო იგუაინი სულ მალე ყოფილი შეყვარებულისგან მძიმე ამბებს უნდა ელოდოს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162987