თამაშგარე

10:18 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რამ დაბოღმა დაიანე სოდრე?

მსოფლიოში ბოღმიანთა ფესტივალი და კონკურსი რომ გაიმართოს, ცნობილი ქართველი მგოსანი, საზოგადო მოღვაწე და „ბოღმოლოგი“ - რეზო ამაშუკელი პირველ ადგილს ნამდვილად ვერ დაიკავებს, რადგან მას ამ კუთხით სერიოზული კონკურენტი ეყოლებმა ბრაზილელი მოდელის, დაიანე სოდრეს სახით.

ჭეშმარიტად ზედმეტი ლაყაფი იქნება იმის ახსნა, ბრაზილიელი მოდელები თუ რაოდენ პოპულარულნი არიან მთელს მსოფლიოში და როგორი ბრძოლა აქვთ მათ ერთმანეთში გაჩაღებული ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმის ტიტულის მოსაპოვებლად. ამ შერკინებაში დაიანეცაა ჩართული, თუცა ერთობ უხამს მეთოდებს იყენებს.

დღე ერთა და დაიანე სოდრეს ბოღმების ფრქვევის სურვილი კი ათასი. ეს გოგონა თურმე სულ იმის ცდაშია როგორ გააკრიტიკოს, დასცინოს და აუგი ილაპარაკოს მის კოლეგებზე და ამ გზით წარმოჩინდეს მათზე უკეთესი. ტან-ფეხი და მკერთა ციალი ამ ასულს რომ არ დაეწუნება - ამას ფოტოებზეც ხედავთ, მაგრამ, ადამიანი რომ ბოღმიანი და ბოროტი დაიბადება, იმას სულ ხელისგულზე ერბოკვერცხი რომ შეუწვათ, მაინც შემოგიტრიალდებათ და შეგაგინებთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137263