ფეხბურთი

23:35 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

0:0 - "კოლხეთმა" ქუთაისში კინაღამ მოიგო

ქუთაისის "ტორპედომ" შინ ვერ მოუგო ფოთის "კოლხეთს" - 0:0. ამრიგად, ქუთაისელები ხუთი ქულით ჩამორჩნენ ლიდერ თბილისის "დინამოს" და ორი ქულით უსწრებენ "სამტრედიას".

მატჩის წინ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი კახა ჩხეტიანი და საუკეთესო ფეხბურთელი გრიგოლ დოლიძე დააჯილდოვა.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, "ტორპედოს" ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ უფრო მწვავე მომენტები ფოთელებმა შექმნეს. იდეალური შანსი კი 76-ე წუთზე კონტრშეტევისას იყო, როცა სენეგალელი დაფის პასის შემდეგ გიორგი ჯანელიძე ურტყამდა - სამი მცველი გადაეფარა და კუთხურსღა გამორჩა "კოლხეთი". არადა, ჯანელიძეს ჭკვიანურად რომ ემოქმედა, გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

"ტორპედო" ეფექტურად ვერ უტევდა. დოლიძემ საუკეთესო მატჩი ნამდვილად ვერ ჩაატარა და თანაც უნდა ითქვას, ფოთელები სწრაფად გადადიოდნენ კონტრშეტევაზე, რაც ქუთაისელთა მცველებსა და საყრდენებს წინ თამამად წასვლის საშუალებას არ აძლევდა.

ეროვნული ლიგა. 21-ე ტური

ქუთაისი. რამაზ შენგელია

ტორპედო (ქუთაისი) - კოლხეთი (ფოთი) 0:0

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ადამაძე, გურული, ქიმაძე, გიგაური, ფალავანდიშვილი, კუხიანიძე (კუტალია 46), დოლიძე, ტუღუში (კუჭუხიძე 60), კაპანაძე (კორობკა 78)

კოლხეთი: სეფიაშვილი, გ.კილასონია, გოგონაია, ნონდი, კაკულია (დერევჩინსკი 46), ვ.კილასონია, ოტიენო, ბოლქვაძე, ჯანელიძე (მაჩარია 90+1), დაფი, ბროვკო (ბახია 75)

გაფრთხილება: ფალავანდიშვილი - ვ.კილასონია, ბოლქვაძე, ნონდი

მსაჯი: ხარიტონაშვილი

6 აგვისტოს გაიმართება ტურის დარჩენილი ორი მატჩი

18:00. ივანწმინდა. ცენტრალური. ჩიხურა-შუქურა

20:30. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. საბურთალო-ლოკომოტივი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102786