ძიუდო

13:24 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ ზაიზენბახერი უკრაინაში დააკავეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ავსტრიელი პეტერ ზიზენბახერი უკრაინელმა სამართალდამცავებმა კიევში დააკავეს. 2-გზის ოლიმპიურ (1984 და 1988), მსოფლიოსა (1985) და ევროპის (1986) ჩემპიონს არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში ედება ბრალი. ამ საქმესთან დაკავშირებით, ვენის პროკურატურამ, 3-წლიანი გამოძიების შემდეგ, ზაიზენბახერს ბრალი ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში წაუყენა. დეკემბერში კი, მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი სასამართლოში არ მივიდა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

1997-2004 წლებში პეტერ ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა ძიუდოს მწვრთნელად და ვენის პტროკურატურის ინფორმაციით, სწორედ იმ პერიოდში ჩაიდინა დანაშაული სამ არასრულწლოვანთან. საქმე ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე აღიძრა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზაიზენბახერს 1-დან 10 წლამდე პატიმრობა ელის.

პეტერ ზაიზენბახერი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს სათავეში 2010-12 წლებში ედგა. მერე კი აზერბაიჯანის ნაკრები ჩაიბარა, მაგრამ 2016 წლის დეკემბრის შემდეგ აღარც იქ ჩასულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113937