ფეხბურთი

13:41 | 1.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” კროოსი დაუბრუნდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ტრავმა მოიშუშა და როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.

27 წლის გერმანელ ფეხბურთელს ტერფის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

მადრიდელები ამერიკული ტურნეს ფარგლებში ბოლო მატჩს 3 აგვისტოს MLშ-ის ვარსკვლავების წინააღმდეგ ჩაატარებენ, მერე კი “მანჩესტერ იუნაიტედთან”ევროპის სუპერთასის შეხვედრა ელით, რომელიც 8 აგვისტოს სკოპიეში შედგება.

0.115408