ფეხბურთი

11:20 | 1.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ნიცას” ამსტერდამში ბალოტელი ვერ დაეხმარება

ფრანგული “ნიცას” იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი “აიაქსთან” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ESPN-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს და ამსტერდამში 2 აგვისტოს დანიშნული მატჩის გარდა, 5 აგვისტოს “სენტ ეტიენთან” საფრანგეთის ლიგა 1-ის სასტარტო შეხვედრასაც გამოტოვებს.

ბალოტელიმ “აიაქსის” წინააღმდეგ ნიცაში გამართულ პირველ მატჩში (1:1) მოედანზე 70 წუთი დაჰყო და ფრანგული გუნდის ერთადერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126604