ფეხბურთი

23:10 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ზენიტმა” მამანა დაიმატა

“ლიონის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ემანუელ მამანა კარიერას “ზენიტში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

რუსულ კლუბს ტრანსფერი 16 მილიონი ევრო დაუჯდა და არგენტინელ მცველს ხუთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

მამანა “ლიონს” გასულ ზაფხულს “რივერ პლეიტიდან” 8.5 მილიონ ევროდ შეუერთდა. მან ფრანგული კლუბის მაისურით 25 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122093