ჩოგბურთი

14:19 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკამ ჯოკოვიჩს გადაასწრო, ზვერევი ათეულშია

ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სტანისლას ვავრინკამ ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაასწრო და მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. იქიდან გამომდინარე, რომ ნოვაკი ტრავმის გამო მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს, რეიტინგში თანდათან დაქვეითდება.

გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ერთბაშად სამი პოზიციით დაწინაურდა და მერვე ადგილზე დამკვიდრდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 62-ე პოზიციიდან 63-ზე გადაინაცვლა.

1. ენდი მარეი – 7750 ქულა
2. რაფაელ ნადალი – 7465
3. როჯერ ფედერერი – 6545
4. სტანისლას ვავრინკა – 5780
5. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 5325
6. მარინ ჩილიჩი – 5155
7. დომინიკ ტიმი – 4065
8. ალექსანდრ ზვერევი – 3150
9. კეი ნიშიკორი – 3140
10. მილოშ რაონიჩი – 3130

....
63. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 735

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061824