ფეხბურთი

19:08 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი ლიგა 1-ს მიუახლოვდა

ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-ში ვიხილოთ. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, “ნიცა” 33 წლის ნახევარმცველს ეპატიჟება და არაა გამორიცხული, ტრანსფერი მართლაც შედგეს.

სნეიდერი ამჟამად თავისუფალი აგენტია და შესაბამისად, ნებისმიერ გუნდში უფასოდ შეუძლია გადასვლა.

ფრანგი ჟურნალისტების ვარაუდით, ჰოლანდიელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და “ნიცაზე” უკეთესი ვარიანტების მოლოდინშია.

შეგახსენებთ, ვესლი ბოლო წლებში თურქულ “გალათასარაიში” თამაშობდა, რომელთანაც ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გაწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108994