ფეხბურთი

0:04 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ნანტმა” ტატარუშანუ გაიფორმა

რუმინეთის ნაკრების მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუ კარიერას “ნანტში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “იადონების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

როგორც ირკვევა, ფრანგულ კლუბს ტატარუშანუს სანაცვლოდ “ფიორენტინასთვის” 2.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ჩიპრიანი “ფიორენტინაში” 2014 წელს “სტიაუადან” გადავიდა. მან ამ დროის განმალობაში “იების” კარი 101-ჯერ დაიცვა. 31 წლის კიპერი რუმინეთის ნაკრებში 2010 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ 44-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106583