ჩოგბურთი

10:35 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

2017 წელს ჯოკოვიჩს კორტზე ვეღარ ვიხილავთ

რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი, იდაყვის ტრავმის გამო, ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებდა. რამდენიმე საათის წინ კი თავად ნოვაკ ჯოკოვიჩმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერბი 2017 წელს აღარ ითამაშებს და კორტს 2018 წელს დაუბრუნდება.

ჯოკოვიჩს უკვე წელიწად-ნახევარია რაც იდაყვის ტრავმა აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონზე ნოვაკმა ბერდიხთან მატჩი იდაყვის ტრავმის გამო შეწყვიტა.

0.105231