ფეხბურთი

12:24 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ნიცას" ბალოტელის გოლი არ ეყო - "ასტანა" პლეი-ოფთან ახლოსაა

უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ყველა შეხვედრა დაძაბული გამოდგა და შეიძლება ითქვას, ყველაფერს საპასუხო თამაშები გადაწყვეტს.

ყაზახეთის ჩემპიონმა “ასტანამ” ვარშავის “ლეგია” დამაჯერებლად დაამარცხა (3:1) და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. იგივე ითქმის კიევის “დინამოზეც”, რომელმაც “იანგ ბოიზს” სძლია. ბულგარული “ლუდოგორეცი” ისრაელში ბეერ შევას “ჰაპოელთან” დარჩა უშანსოდ და გაუჭირდება ზედიზედ მეორედ ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

გლაზგოს “სელტიკმა” შინ ტრონჰეიმის “რუსენბურგს” ვერაფერი დააკლო და უგოლო ფრეს დასჯერდა, ხოლო თრილერი შედგა ბელგიაში – “ბრიუგემ” “ბაშაკშეჰირს” პირველი ტაიმი 2:0 მოუგო, მაგრამ თურქებმა მეორე ნახევარში დაწნაურება შეძლეს. საბოლოოდ, “ბრიუგემ” გაათანაბრა, მაგრამ სტამბულში სახარბიელო ვითარებაში ნამდვილად ვერ ჩავა.

ყველაზე საინტერესო დუელში კი ფრე დაფიქსირდა – ფრანგული “ნიცა” “ალიანს რივიერაზე” მარიო ბალოტელის გოლით უგებდა ამსტერდამის “აიაქსს”, თუმცა მეორე ტაიმში ჰოლანდიელებმა იტალიელის გოლი გაქვითეს და საპასუხო თამაშის წინ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი რეალური გახადეს.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები ერთ კვირაში გაიმართება.

“ასტანა” (ყაზახეთი) – “ლეგია” (პოლონეთი) 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 კაბანანგა (36), 2:0 მაევსკი (45), 2:1 სადიკუ (79), 3:1 ტვუმასი (90)

“დინამო” (უკრაინა) – “იანგ ბოიზი” (შვეიცარია) 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 იარმოლენკო (15), 2:0 მბოკანი (34), 2:1 ფასნახტი (90), 3:1 გარმაში (90)

“ზალცბურგი” (ავსტრია) – “რიეკა” (ხორვატია) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 გავრანოვიჩი (30), 1:1 ჰვანგი (49)

“ჰაპოელი” (ისრაელი) – “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ნვაკაემე (19), 2:0 ოჰანა (79)

“ვიტორული” (რუმინეთი) – “აპოელი” (კვიპროსი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 განეა (75)

“მარიბორი” (სლოვენია) – “ჰაფნაფიურდური” (ისლანდია) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ტავარეში (54)

“სელტიკი” (შოტლანდია) – “რუსენბურგი” (ნორვეგია) 0:0 (0:0)

“ნიცა” (საფრანგეთი) – “აიაქსი” (ჰოლანდია) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბალოტელი (32), 1:1 ვან დე ბეკი (49)

“ბრიუგე” (ბელგია) – “ბაშაკშეჰირი” (თურქეთი) 3:3 (2:0)

გოლები: 1:0 ბონავენტურე (6), 2:0 დენსვილი (16), 2:1 მოსორო (59), 2:2 ელია (64), 2:3 მოსორო (74), 3:3 დენსვილი (79)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.223774