ფეხბურთი

0:15 | 22.07.2017 | ნანახია 5722 - ჯერ

კვირკველიამ ცსკა დაამარცხა

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობს მოსკოვის “ლოკომოტივი”. სოლომონ კვირკველიამ და მისმა თანაგუნდელებმა ამჯერად მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს – დედაქალაქურ დერბში ცსკა-სთან – 3:1.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი გაისარჯა. კვირკველია ამჯერადაც დამაჯერებლად ირჯებოდა – თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა Championat.com-ისგან - 7.5 ქულა. 47-ე წუთზე სოლომონმა ყვითელი ბარათი მიიღო.

“ლოკომოტივს” ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ლიდერია. შეგახსენებთ, “რკინიგზელებმა” პირველ ტურში ტულის “არსენალს” სწორედ კვირკველიას გოლით მოუგეს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:03 | 22.07.2017
NudeDude (822)

ყველაზე კლასნები რუსეთში გვყავს დღეს გინდათ თუ არა ეს) ჯანო ოქრი და სოლომონი

11:42 | 22.07.2017
johnsilver (1156)

კარგი კი არაა მერე ეგ... იყო დრო, გახოკიძეს დავცინოდით - პსვ რა დიდი გუნდია ერთიო. ახლა ოქრის შეცვლაზე ნათამაშები 15 წუთი კრასნოდარში გვიხარია

14:19 | 22.07.2017
sabonis (9584)

აბა.

01:03 | 22.07.2017
NudeDude (822)

საღოლ სოლომონ! წინა ჩემპიონი თუ ჯანო გახდა ახლა შენთვისაც მოგველოცოს იგივე, თან თუ ეს მოხდება არამგონია შენი წვლილი ნაკლები იყოს ვიდრე ჯანოსი (მეტი თუ არა) გაგიჭირდებათ ისე ძალიან))

00:44 | 22.07.2017
mazazi (213)

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი გაისარჯა. კვირკველიამ ამჯერადაც დამაჯერებლად ირჯებოდა – თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა ჩჰამპიონატ.ცომ-ისგან - 7.5 ქულა. 47-ე წუთზე სოლომონმა ყვითელი ბარათი მიიღო

00:21 | 22.07.2017
ilia_juventus (2091)

7.5 ძნ მაგარია

00:43 | 22.07.2017
mazazi (213)

თან ((ჩჰამპიონატ.ცომ-ისგან))DDDDD

14:20 | 22.07.2017
sabonis (9584)

DDD ცომი, ხაჭაპური მაინც იყოს.

0.068007