ფეხბურთი

23:34 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურბან გურბანოვი: "მინდა გამოვყო "სამტრედიას" კარგი თამაში"

აზერბაიჯანის ჩემპიონ “ყარაბაღის” მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა შეხვედრა შეაფასა. აზერბაიჯანელმა სპეციალისტმა მეტოქე შეაქო და აღნიშნა, რომ კარგი მატჩი ჩაატარა.

“გუშინაც აღვნიშნე, რომ რთული თამაში გველოდებოდა და ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო “სამტრედიას” თამაში. ისინი ცდილობდნენ, რომ ეთამაშათ დაცვაში კარგად და კარგ დაცვით ფეხბურთს თამაშობდნენ. ჩემთვის ძალიან მიმზიდველი იყო მათი თამაში. ყველაფერი გააკეთეს, რომ მოეგოთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია საქართველოში", - განაცხადა გურბანოვმა.

“ყარაბაღმა” “სამტრედიას” ორი მატჩის ჯამში 6:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111243