ფეხბურთი

15:03 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა "სან ხოსეში" პირველად ითამაშა

ვაკო ყაზაიშვილმა პირველი მატჩი ჩაატარა ამერიკული "სან ხოსე ერთქვეიქსის" შემადგენლობაში. კალიფორნიელებმა ამხანაგურ მატჩში 4:1 სძლიეს ამერიკულ შეკრებაზე მყოფ ფრანკფურტის "აინტრახტს".

ყაზაიშვილი 63-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა ანგარიში 3:0 იყო.

"სან ხოსეს" მწვრთნელმა კრის ლაითმა ქართველ შემტევზე ისაუბრა:

"როგორც ჩანს, მოკრძალებული ფეხბურთელია, რომელიც ჩუმად აკეთებს თავის საქმეს და მზადაა, გუნდის სანაცვლოდ დიდი სამუშაო გასწიოს. დღესაც გამოჩნდა მისი სათამაშო თვისებები და გამოჩნდა, რომ ხარისხიანი ფეხბურთელია. მოხარული ვარ, რომ ვაკო ჩვენს გუნდშია და მასთან მომიწევს მუშაობა".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11405