ჭადრაკი

18:19 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე  პირველია 

ბათუმში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ბათუმის მერიის თასზე’’, რომელშიც 10 ქვეყნის 375 სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა.

ტურნირის მონაწილე მოჭადრაკეები 10 კატეგორიაში იყვნენ გადანაწილებულნი. ყველაზე წარმომადგენლობითი და პრესტიჟული A კატეგორიის ტურნირი იყო.

7.0-7.0 ქულით საუკეთესო შედეგი ქართველმა მოჭადრაკეებმა თორნიკე სანიკიძემ, გიორგი სიბაშვილმა და გიგა ყუფარაძემ აჩვენეს. დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი სანიკიძეს ერგო. მეორე-მესამე ადგილებზე კი შესაბამისად სიბაშვილი და ყუფარაძე გავიდნენ.

ქალთა შორის პირველი ადგილი ლილიტ გალოიანმა(სომხეთი) დაიკავა, რომელმაც 5.5 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს ნახევარ-ნახევარი ქულით ნინო ხომერიკი და სოფიკო ტერელაძე ჩამორჩნენ. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, ხომერიკს ვერცხლის, ხოლო ტერელაძეს ბრინჯაოს მედალი გადაეცა.

0.126006