ფეხბურთი

1:23 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია მინდვრიდან გოლის გარეშე არ გადის

21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ უნგრული “დიორი ეტოს” მაისურით მორიგი გოლი გაიტანა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

უნგრეთის ლიგის თასის D ჯგუფში დიორელები “დიირმოტს” დაუხვდნენ და 1:3 წააგეს. ქვილითაიამ 58-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა, თუმცა, დარჩენილ დროში სტუმრებმა იყოჩაღეს. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა.

ლიგის თასის D ჯგუფს 10-10 ქულით “ჰონვედი” და “დიორ ეტო” ლიდერობენ. 19 ნოემბერს ეს გუნდები ერთმანეთს ბუდაპეშტში დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, 21 წლის ქართველმა ფორვარდმა აღნიშნული ტურნირის 5 მატჩიდან მონაწილეობა 4-ში მიიღო და მის ანგარიშზე უკვე 9 (!) გოლია.

0.121792