სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

0:10 | 11.07.2017 | ნანახია 2588 - ჯერ

მაქს ფერსტაპენი შეიძლება „ფერარიში“ გადავიდეს

ავსტრიის დიდი პრიზის დღეებში, პადკში ორი ახალი ინფორმაცია გავრცელდა, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. პირველი კიმი რაიკონენს ეხება, რომელსაც შპილბერგში რბოლის დასასწრებად ჩასული, „ფიატ კრაისლერის“ შეფი სერჯო მარკიონე შეხვდა და შედგების გაუმჯობესება ურჩია. მეორე კი მაქს ფერსტაპენის „ფერარიში“ შესაძლო გადასვლაზეა.

როგორც ცნობილია, რაიკონენს მარანელოელებთან ერთლიანი კონტრაქტი აქვს, რომელსაც ყოველი სეზონისთვის აახლებს. ახალ კონტრაქტზე ლაპარაკი ჯერ ზედმეტია, თუმცა მარკიონემ თავისი რჩევით ფინელ პილოტს მიანიშნა, რომ მისი შედეგებით კმაყოფილი არაა. ეს კი გუნდში მის დარჩენაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს.

მეორე ინფორმაცია არაოფიციალურია. ის გვამცნობს, რომ ფერსტაპენმა „რედ ბულის“ ხელმძღვანელობას ამ სეზონის ბოლოს, კონტრაქტისგან გათავისუფლება სთხოვა. რა პასუხი მიიღო, ამაზე არაფერია ცნობილი. თუმცა აშკარაა, რომ გუნდი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინათ, დაუმარცხებელი ძალა იყო, ვერაფრით აკმაყოფილებს თინეიჯერი ჰოლანდიელის ამბიციებს. ფაქტია, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, მან ამ სეზონში უკვე მეხუთე რბოლა ვერ დაასრულა. ამ მიზეზებს შორის კი ყველაზე ხშირი მანქანის ტექნიკური გაუმართაობაა.

2014 წელს, სწორედ უკეთესი მანქანის მოლოდინით, სებასტიან ფეტელმა „რედ ბული“ დატოვა და „ფერარიში“ გადავიდა, სადაც ახლაც ასპარეზობს და მიმდინარე სეზონის ლიდერია. გამოცემა „ინდეპენდენტი“ ირწმუნება, რომ მომავალი სეზონიდან ფეტელის გზას ფერსტაპენიც დაადგება.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბერნი ეკლსტოუნმა „ფერარის“ ურჩია, რაიკონენის ადგილზე ფერნანდო ალონსო დააბრუნოს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, რომელიც „ჰონდას“ სუსტი და არასაიმედო ძრავების გადამკიდე, „მაკლარენისგან“ ტყუილად ელის კონკურენტულ მანქანას, გამარჯვების უნარის მქონე გუნდში გადასვლაზე უარს არანაირად არ იტყვის. მაგრამ სავარაუდოდ, სკუდერია ახალგაზრდა და ძალიან ამბიციურ ჰოლანდიელს ამჯობინებს, რომელსაც ფ1-ში თავისი სიტყვა ჯერაც სათქმელი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.077839