ფეხბურთი

19:58 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ყარაბაღის" თავკაცი: "პრობლემები გვაქვს, მაგრამ გავუმკლავდებით"

აზერბაიჯანული “ყარაბაღის” მთავარმა მწვრთნელმა გურბანოვ გურბანოვმა საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიასთან” გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. აზერბაიჯანელი სპეციალისტის განცხადებით, ქართული გუნდი შარშანდელთან შედარებით ბევრად შეიცვალა და ხვალ ადვილ შეხვედრას არ ელოდება.

- ვემზადებით თამაშისთვის. არსებობს გარკვეული პრობლემები, თუმცა ჩვენ გამოცდილი გუნდი გვყავს და სირთულეების წინაშე აქამდეც ვყოფილვართ. ვფიქრობ, შევძლებთ იმ ძალის პოვნას, რომ ხვალ სწორად ვითამაშოთ.

- ახალწვეულები ხვალ ითამაშებენ?

- არავინ. ჯერ ეს ნაადრევია.

- როგორ არიან რიჩარდ ალმეიდა და დანი კინტანა?

- მათი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. დანის ჩვენთან ერთად არც უვარჯიშია.

- “სამტრედია” გასულ სეზონთან შედარებით შეიცვალა?

- დიახ. ეს ორი განსხვავებული გუნდია. მარტო მიმდინარე წელს სამჯერ შეიცვალა სათამაშო სისტემა.

- შარშან “გაბალამ” 5:1 გაიმარჯვა. თქვენ მეტ გოლს ელოდებით?

- ასეთი ფიქრები არ მაქვს. ჩვენ ჩვენი თამაშის ხარისხზე ვფიქრობთ. გვუსრს ვაჩვენოთ გასართობი და ეფექტური ფეხბურთი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც წაგვიგია, თუმცა გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩენილა თამაშის ხარისხით.

“ყარაბაღისა” და “სამტრედიას” შეხვედრა 11 ივლისს, ბაქოში გაიმართება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121884