საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ჯაბა კანკავას რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბის ვარიანტი აქვს და შესაძლოა, სწორედ იქ გააგრძელოს კარიერა. კონკრეტულად რომელ კლუბში, ჯერჯერობით არ სახელდება.
კანკავა ფრანგული ლიგა 2-ის "რეიმსის" ფეხბურთელია და კლუბს სურს, რომ საყრდენი ნახევარმცველი სარფიანად გაყიდოს.
ჯაბამ ორი სეზონი გაატარა რეიმსში: ერთი ლიგა 1-ში, მეორე კი - ლიგა 2-ში.