სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

10:57 | 8.07.2017 | ნანახია 2819 - ჯერ

ქართველების პოლონური სტარტი – 2-2 ოქრო და ბრინჯაო

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის - "ციოლკოვსკისა და პეტლიასინსკის სახელობის ღია პირველობის” პირველ დღეს საჭიდაო ხალიჩაზე 5 ქართველი გავიდა და 4-მა მათგანმა მედალი მოიპოვა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საპრიზო სამეულები 61 და 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში შეივსო. გიორგი იანტბელიძის გუნდის წევრთაგან საქმეში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე (ორივე - 61 კგ) და ავთანდილ კენჭაძე და ზურაბ ერბოწონაშვილი (ორივე - 74 კგ) ჩაერთნენ. მათ შორის ყველაზე შედეგიანად ხინჩეგაშვილმა იჭიდავა. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ყველა მეტოქეს აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა. ლომთაძე და კენჭაძე კი ბრინჯაოებს დასჯერდნენ.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 59, 75 და 130 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. ქართველთაგან კონკურენციაში მხოლოდ მძიმეწონოსანი ლევან არაბული ჩაება, ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა.

დღეს მედლების 6 კომპლექტი გათამაშდება : თავისუფალ ჭიდაობაში - 57, 86, 125 კილოგრამებში, ხოლო ბერძნულ-რომაულში - 71, 80, 98 კილოგრამებში.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:40 | 09.07.2017
skorpiona (526)

ეე რა ხდება იტკვის ვინმე?ამატ ხო ზინავტ...ისვენებენ გეგონება გადაიგალნენ რამეტი ფუი ტქვენი

15:59 | 09.07.2017
ჯოხარა (48)

მოკლედ დიდი არაფერი , იმედის არაფრის მომცემი სიტუაცია , ორივეგან თავისუფლებშიც და კლასიკოსებში

15:56 | 09.07.2017
ჯოხარა (48)

როგორც ყოველთვის ბოლო წამები , 16 წამი ვერ დაიცვა თავი ტლაშაძემ , ეცა რუსი და 2 ქულიანზე დანარცხა , ეს რა უბედურება , ოდიკაძე ხო საერთოდ სხვა თემა , 4 წუთის შემდეგ ვეღარ სუნთქავს

15:42 | 09.07.2017
mst (1478)

მოასორეთ იანტბელიძე დედა უტირა თავისუფლებს,ყველას რეგრესი აქვს,ახალგაზრდებს მოასორეს და ცოტა წინსვლა იგრზნობა სამაგიეროდ ძირიტად ნაკრებს დედა არარა ყავს.ჭ კლასის ტურნირია და ყაზახებმა იხმარეს ცვენები სირცხვილია ტქვე უჯიგროებო

11:49 | 17.07.2017
camala (4)

სპორტის აზრზე არახარ მგონია, პირადი უთანხმოების კვალი ჩანს შენს კომენტარებში, რამე ხინჯი ხო არ გაქვს იანტბელიძის მიმართ? ? ?

15:32 | 09.07.2017
mst (1478)

ოდიკაძე დიდი ყველი ხარ იანტბელიძე შენზე მეტი,არც თავმოყვარეობა გაქვთ და არც ვაჯკაცობა,კუდამოძუებულები გამოგიშვათ იმ მსაჯმა

00:57 | 09.07.2017
პანტელეიმონი (2986)

გაიხარეთ

16:47 | 08.07.2017
BEERTRANCE (92987)

ყოჩაღ

16:05 | 08.07.2017
dinamo222 (3189)

ბრავო ხინჩაგას!ასეთი მოჭიდავე ლევან თედიაშვილის მერე არ გვყოლია წინასწარ დარწმუნებული რომ ვართ რო მოიგებს აუცილებლად და წყნარად რომ ვუყურებთ !

15:45 | 08.07.2017
sabonis (6073)

კარგია ბიჭებო, მარა მთლად ყველაფერსაც ნუ მოიგებთ, თორემ არ ამოიღონ ჭიდაობა ოლიმპადიდან(კბილი კი აქვთ შესობილი) ემანდ ქართველებს მაინც ვერ მოუგებთო.DDDD






9

16:11 | 08.07.2017
dinamo222 (3189)

არა აქ მთავარია რუსებმაც მოიგონ ხანდახან რამე და სანამ რუსები იგებენ რამეს მანამ არ ამოიღებენ ოლიმპიადიდან იმიტომ რომ რუსების სიტყვაა გადამწყვეტი და რუსებს მიყავთ სტოსი მარტო ჭიდაობაში კი არა სპორტის ყველა სახეობებში თავიანთი ფულით და ბლატებით!

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.119346