საფრანგეთის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი მცველი გაელ კლიში კარიერას თურქეთის ვიცე-ჩემპიონ “ბაშაკშეჰირში” გააგრძელებს. ამის შესახებ თურუქლი გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
31 წლის ფრანგი ფეხბურთელი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 3 წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გაელ კლიში ბოლო პერიოდში “სიტის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში 203 მატჩში, 3 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მანამდე კი, ლონდონის “არსენალში” იყო – 261 მატჩი, 2 გოლი და 11 საგოლე გადაცემა. რაც შეეხება “ბაშაკშეჰირს”, გასული სეზონი ჩინებულად ჩაატარა და არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება.