ჩოგბურთი

20:45 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის გამარჯვება და რეკორდები

დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა უიმბლოდნის პირველ წრეში უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს 6:3, 3:0-ს ამარცხება, როცა დოლგოპოლოვმა თამაში შეწყვიტა. უკრაინელს კოჭის ტრავმა აწუხებდა.

ფედერერმა უიმბლდონზე 85-ე მატჩი მოიგო, ამ მაჩვენებლით ჯიმი კონორსს გადაასწრო და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყველაზე მეტი მოგება დაუგროვდა. როჯერს ამ მატჩამდე კარიერაში 9994 ეისი ჰქონდა ჩაწოდებული. დოლგოპოლოვს 10 ეისი გაუკეთა და ეგრეთწოდებული 10 000-იანთა კლუბში გაწევრიანდა, სადაც ფედერერის გარდა მხოლოდ ორი ჩოგბურთელია. გორან ივანიშევიჩი 10 131 ეისი და ივო კარლოვიჩი – 12 062.

შემდეგ ეტაპზე ფედერერის მეტოქე ლაიოვიჩი-ციციპასის გამარჯვებული იქნება.

0.116526