ჩოგბურთი

17:14 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

უბრეიკო შეხვედრა

უიმბლდონზე მეტად უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ჩოგბურთელები მეხუთე სეტში 6:6-მდე ისე მივიდნენ, არც ერთი ბრეიკი არ შესრულებულა. ბოლოს კი, როგორც მოგეხსენებათ, დიდი სლემის ტურნირებზე მეხუთე სეტში ტაი-ბრეიკი აღარ ინიშნება.

ბრიტანელმა ალიაზ ბედენემ ივო კარლოვიჩი, 6:7(5:7), 7:6 (8:6), 6:7 (7:9), 7:6 (9:7) 8:6) დაამარცხა. მატჩში ერთადერთი ბრეიკი მეხუთე სეტის ბოლო გეიმში ბედენემ შეასრულა, რაც მატჩის მოსაგებად გადამწყვეტი აღმოჩნდა. ივომ რვა შესაძლებლობიდან ვერც ერთი ბრეიკი ვერ შეასრულა. მატჩი 4 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. კარლოვიჩმა 44 ეისი ჩააწოდა, ხოლო ბედენემ – 27.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138682