ჩოგბურთი

17:38 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა უიმბლდონი მარტივი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ძირითადი ბადის პირველ წრეში არგენტინელი კარლოს ბერლოკი მარტივად 6:4, 7:6, 6:1 დაამარცხა. ნიკა თავდაჯერებულად თამაშობდა და კორტზე სიტუაციას აკონტროლებდა. პირველ და მეორე სეტშიც თამაშიდან გამომდინარე არგენტინელს შანსი არ ჰქონია. შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილმა 11-დან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბერლოკმა 4-დან ორი. მატჩში სულ 203 ქულა გათამაშდა, საიდანაც 110 ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე უფრო მრისხანე იქნება, ნიკა მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერს სემ ქუერის დაუპირისპირდება, რომელსაც ძალიან კარგი მოწოდება აქვს. შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება. აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არ შეხვედრილან. ქუერიმ პირველ წრეში იტალიელი ტომას ფაბიანო 7:6, 7:5, 6:2 დაამარცხა.

ნიკამ დღევანდელი გამარჯვებით 35 000 ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა და ქუერის დამარცხების შემთხვევაში 90 000 ფუნტს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113786