ფეხბურთი

23:47 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ "სპარტაკს" მოაგებინა

რუსეთის მოქმედი ჩემპიონი მოსკოვის „სპარტაკი“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და ამჯერად შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება. „სახალხო გუნდმა“ სპარინგიც გამართა და სერბული „ვოჟდოვაცი“ დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მოსკოველებმა გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი ქართველი ჯანო ანანიძე გახდა - ჯანომ ბურთი კარიდან 15 მეტრში მიიღო და ოსტატურად, სერბთა კარის კუთხეში გადაგზავნა.

ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე მთელი მეორე ტაიმი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114498