ფეხბურთი

22:22 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: "ქართველ ფეხბურთელებს" ყოველ 3-4 დღეში თამაში არ შეუძლიათ"

საჩხერის „ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელამ სოსო ფრუიძემ „ალტახთან“ (0:1) მატჩი შეაფასა. გამოცდილი სპეციალისტი დამწუხრებული იყო, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გუნდი მზად არ იყო ევროპა ლიგისთვის.

მანვე, კომენტარი ისევ გააკეთა გიორგი ივანიშვილისა და თბილისის „დინამოს“ შესახებ და თქვა, რომ კიდევ სამი გუნდი იყო, რომლებიც პირდაპირ ფეხბურთელებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, გუნდის გვერდის ავლით.

„მეტი შეგვეძლო, რადგან ისეთი გოლი გაგვიტანეს, შეიძლებოდა თავიდან არიდება, მაგრამ მეტოქემ შეასრულა. ზუსტად ესაა კლასი... გუშინაც ვთქვი, რომ ფიზიკური კონდიციები თუ გვეყოფოდა, შანსი იქნებოდა, მაგრამ სწორედ ეს დაგვაკლდა. შეცვლებიც გავაკეთეთ, მაგრამ ამან გავლენა ვეღარ მოახდინა.

ვერ დაგეთანხმებით, რომ დაცვიდან ვთამაშობდით. ასეთი ჩანაფიქრიც არ ყოფილა. უბრალოდ, მეტოქე ზონებს კარგად ხურავდა და უფრო მეტად უკან და გვერდზე გვიწევდა პასების გაცემა, ვიდრე წინ. ამასთან, მოგეხსენებათ, ჩვენი პრობლემა რაშიცაა - ბურთის დამუშავება ერთი შეხებით გვიჭირს და ეს არამარტო ჩვენი, არამედ ქართული ფეხბურთის სენია. შანსებზე საუბარი კი, მიჭირს, ვნახოთ, ვიბრძლებთ.

დიახ, გეთანხმებით გვიჭირს უბურთოდ თამაში, გახსნა. კარგი კითხვაა - თქვენ თუ ნახავთ ბელგიის მაგალითს, დაიწყეს ყველაფერი ნულიდან. არ ხდება ისე, რომ ფეხბურთელი თამაშს უმაღლეს ლიგაში სწავლობს. მეტი განათლებული ფეხბურთელი გვჭირდება ეროვნულ ლიგაში და ეს ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს. ეს საკითხი ფეხბურთის ფედერაციის ყველა პრეზიდენტის დროს იდგა, მაგრამ წინსვლა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, არის ხალხი, რომელიც დაინტერესებულია ამ სწავლებით დაინტერესებული, მაგრამ არავინ მათ გვერდით არ უდგას.

რაც შეეხება ფორმატს ვერ გეტყვით, მაგრამ მე გუშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ახალი ფორმატის დროს უფრო ვერ შევხვდით მომზადებული, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. პირადად ჩემს გუნდზე გეტყვით, რომ არ ვიყავით მზად. დღეს, საქართველოში არაა მზად ფეხბურთელი ყოველ 3-4 დღეში ითამაშოს, რადგან არაა აღდგენითი პროცესები. ასეთი საქართველოში არ არსებობს.

ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ჯერჯერობით არაფერი მიგვიღია და ალბათ მომავალში მივიღებთ. ამ თანხით კი, ზოგადად ფეხბურთის განვითარება რთული იქნება.

გუშინ, რაც ივანიშვილზე ვისაუბრე, აბსოლუტურად შეეფერება სიმართლეს. მე მარტო „დინამოს“ შესახებ არ გამიკეთებია ეს განცხადება. ეს ეხება კიდევ სამ კლუბს. არც ამ გუნდთა ვინაობას დაგიმალავთ: „ტორპედო“, „შუქურა“, „დინამო“ თბილისი და „საბურთალო“! მე თუ ვტყუი, მაშინ შემიძლია დღესვე დავტოვო თანამდებობდა, მაგრამ სიმართლეს ვამბობ. ისინი ჩვენ არ დაგვკავშირებიან და პირდაპირ ფეხბურთელს ესაუბრებოდნენ ევროტურნირების წინ. შეგიძლიათ გიორგი ივანიშვილსაც კითხოთ. როგორც კი, საქმე პრეზიდენტებამდე მივიდა, მაშინვე ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა და ფეხბურთელი დარა „ჩიხურაში“, - განაცხადა ფრუიძემ.

შეგახსენებთ, „ჩიხურამ“ ავსტრიულ „ალტახთან“ შინ 0:1 წააგო. საპასუხო შეხვედრა კი, ავსტრიაში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11464