ჩოგბურთი

23:09 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოპესი: "უიმბლდონზე ფავორიტი ფედერერია"

მსოფლიოს 25-ე ჩოგბურთელმა ესპანელმა ფელისიანო ლოპესმა უიმბლდონზე ჩოგბურთელების შანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფავორიტი როჯერ ფედერერია.

"წლევანდელი უიმბლდონი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე კონკურენტული იქნება. როჯერი დიდი ჩოგბურთელია, ბოლო ხანებში ის ბევრს ვეღარ თამაშობს, მაგრამ სადაც ასპარეზობს ბოლომდე იხარჯება და იგებს. ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი კარგ ფორმაში არ არიან და მათ გამარჯვების ნაკლები შანსი აქვთ. რაფაელ ნადალს დიდი ხანია ბალახის კორტზე არ უთამაშია, თუმცა მას ყველა საფარზე შეუძლია კარგად თამაში. ტურნირის მთავარი ფავორიტი როჯერ ფედერერია"- განაცხადა ლოპესმა.

უიმბლდონის ძირითადი ბადის შეხვედრები 3 ივლისს დაიწყება და იმავე თვის 16 რიცხვში დასრულდება. წლევანდელი უიმბლდონის მთლიანი საპრიზო ფონდი 31.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება. გასულ წელს საპრიზო ფონდი 28.1 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. მაგალითისთვის თუ გასულ წელს უიმბლდონის გამარჯვებულმა ერთეულთა თანრიგში 2 მილიონი მიიღო, წელს 2.2 მილიონს აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119164