ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი თბილისის "დინამოდან" ირანის მეოთხეადგილოსან კლუბში გადადის - "ზობ აჰანში". ამის შესახებ ირანული Tasminnews-ი წერს.
"ზობ აჰანი" ქალაქ ისპაჰანის გუნდია და მეტსახელად "ნიანგებს" ეძახიან. ირანის ჩემპიონი არასოდეს ყოფილა, თუმცა სამჯერ გავიდა მეორე ადგილზე და 2010 წელს აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, სადაც კორეულ "სეონგნამთან" 1:3 წააგო. "ზობ აჰანმა" ოთხჯერ მოიგო ქვეყნის თასი.
გველესიანი საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.