ჭადრაკი

12:00 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები რუსეთიდან მედლით ბრუნდება

დასრულდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც ქალაქი ხანტი-მანსიისკი(რუსეთი) მასპინძლობდა. როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ჩემპიონატში ათ-ათი გუნდი მონაწილეობდა. ასპარეზობა წრიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.

ორივე ჩემპიონატმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. მართალია, ქალთა შორის აწ უკვე მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ წარუმატებლობას მაინც ვერ დავარქმევთ, რადგან რეიტინგში, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.

ქართველმა მოჭადრაკეებმა ჩემპიონატი ცუდად დაიწყეს და ხუთი ტურის შემდეგ ოთხი ქულით აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდნენ. სამაგიეროდ, მეორე წრე იყო იდეალური. საქართველოს ნაკრებმა ოთხივე შეხვედრა მოიგო, 12 ქულა დააგროვა უკრაინასა და ინდოეთთან ერთად 3-5 ადგილები გაიყო. უკეთესი მაჩვენებლების გამო, ქართველი მოჭადრაკეები ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

ბოლო, მე-9 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

საქართველო - აშშ - 3:1
ნანა ძაგნიძე (2533) - საბინა-ფრანჩესკა ფოიშორი(2331) – 0.5:0.5
ბელა ხოტენაშვილი (2452) - კატერინა ნემცოვა (2313) – 0.5:0.5
ნინო ბაციაშვილი (2469) - ჯენიფერ იუი (2319) – 1:0
სალომე მელია (2393) - აქშინა გორტი (2240) – 1:0
რუსეთი - უკრაინა - 3:1
ჩინეთი - ეგვიპტე - 3:1
ვიეტნამი - პოლონეთი - 1.5:2.5
აზერბაიჯანი-ინდოეთი - 1:3

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1.რუსეთი - 16
2. ჩინეთი - 13
3. საქართველო - 12
4. უკრაინა - 12
5. ინდოეთი - 12
6. პოლონეთი - 10
7. ვიეტნამი - 5
8. აშშ - 5
9. აზერბაიჯანი - 5
10. ეგვიპტე - 0

ვაჟთა შორის პირველ ადგილზე ჩინეთი გავიდა, რომელმაც მეორეადგილოსან რუსეთს ერთი ქულით გაუსწრო. ბრინჯაოს მედლები პოლონელ მოჭადრაკეებს გადაეცათ, რომლებმაც 12 ქულა დააგროვეს.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა ვაჟთა შორის:

1.ჩინეთი - 16
2. რუსეთი - 15
3. პოლონეთი - 12
4. ინდოეთი - 11
5. თურქეთი - 10
6. აშშ - 8
7.ბელარუსი - 8
8. უკრაინა - 8
9. ნორვეგია - 2
10. ეგვიპტე -0

0.143028