ფეხბურთი

23:53 | 26.06.2017 | ნანახია 2464 - ჯერ

კვეკვესკირს თეთრაძე აღარ გაწვრთნის

ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარ „ტობოლს“ ამიერიდან ომარ თეთრაძე აღარ გაწვრთნის. როგორც Vesti.kz იტყობინება, 47 წლის ქართული ფესვების მქონე რუსმა სპეციალისტმა დაკავებული თანამდებობდა უკვე დატოვა.

„ტობოლმა“ ყარაგანდის „შახტიორთან“ შინ 1:2 წააგო და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თეთრაძე ჟურნალისტების წინაშე არ წარსდგა. როგორც წყარო გვამცნობს, კლუბი უკვე ეძებს მის შემცვლელს. აღსანიშნავია, რომ „ტობოლმა“ ბოლო ოთხ ტურშ სამი თამაში წააგო.

ომარ თეთრაძე ყაზახურ გუნდს 2016 წლის მაისიდან მოყლებული წვრთნიდა, ხოლო მანამდე „ანჟის“, „ნიჟნი ნოვგოროდს“, „ხიმკისა“ და „ენისეის“ თავკაცი იყო. რაც შეეხება „ტობოლს“, მის რიგებში საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი ირიცხება, რომელიც ყაზახეთში ცოტა ხნის წინ გადაბარგდა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:31 | 27.06.2017
sabonis (9584)

არველაძის და ქეცბაიას არ იყოს ესეც კარგად იწყებს , მარა გაგრძელება აღარ იცის.DDD

18:18 | 27.06.2017
NudeDude (822)

ამას ადრე ჰკითხეს მისი წარმომავლობის შესახებ და ბერძენი ვარო, ქართულ გვარს რაც შეეხება 1% ვარ ქართველიო და დავიჯერო ეს საკმარისია შენთვის ავტორ?! P.s თან რუს ჟურნალისტებს გაუძრო ეს... მარცხვენალია ტიპი, სომეხივით არ იკადრა და უარყო

10:11 | 27.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

ყველაფერი ლეობა ქართულ ფეხბურთში უნდა იჩითებოდეს ?

10:11 | 27.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

ტფუიიიი :
ერთის მაგალითზე ვერცერთი ვერ სწავლობს!

10:10 | 27.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

: აეეეეეე ეხლა აქაც სანატრელი უნდა გვქონდეს,ხომ ამის ძირითადი ?
რამე ნორმალურ გუნდებში მაინც მიდიოდნენ და იქ მაინც ხეხონ სკამი

10:09 | 27.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

10:01 | 27.06.2017
beqno7777 (24)

ესეც კვეკვესკირის 'წარმატებული' ტრანსფერი...
ძალიან ცუდია,როცა ფეხბურთელი,რომელიც ასე თუ ისე ფორმაშია,გუნდში სტაბილურად თამაშობს,მოიპოვა გუნდთან ერთად ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის საშუალება და გადადის გუნდში,რომელიც არცერთ ევროტურნირზე არ გამოდის,იმის გამო რომ უფრო დიდი ხელფასი შესთავაზეს.

0.066628