ჭადრაკი

0:55 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნანატრი გამარჯვება

ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც ქალაქი ხანტი-მანსიისკი(რუსეთი) მასპინძლობს.

ამჯერად მე-6 ტურის პარტიები გათამაშდა. ამ ტურში საქართველოს ნაკრების მე-4 დაფაზე მოთამაშე ნინო ბაციაშვილი სათადარიგო სალომე მელიამ შეცვალა. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, საქართველომ შეძლო ნანატრი გამარჯვების მოპოვება, რომელმაც ვიეტნამი დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველომ 6.0 ქულა დააგროვა და 10 გუნდს შორის მე-6 ადგილი უკავია. სატურნირო ცხრილის სათავეში კი კვლავ უკრაინა და რუსეთი იმყოფებიან, რომლებმაც 10.0-10.0 ქულა დააგროვეს.

მე-7 ტურში საქართველოს მეტოქე აზერბაიჯანი იქნება. ჩვენს მეზობლებს 4.0 ქულა აქვთ და ვიეტნამთან ერთად მე-7-მე-8 ადგილებს ინაწილებს.

ვაჟთა ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ რუსეთს 11 ქულა აქვს, რომელსაც მეორე ადგილზე მყოფი ჩინეთი ერთი ქულით ჩამორჩება.

მე-6 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

საქართველო-ვიეტნამი- 3:1

ნანა ძაგნიძე (2533) - ლე ტაო ნგუენ ფამი (2344)-0.5:0.5

ლელა ჯავახიშვილი (2447) - თხი ბაო ტრამ ხოანგი(2380)-0.5:0.5

ბელა ხოტენაშვილი(2452) - თხი კიმ ფუნგ ბო (2378) – 1:0

სალომე მელია (2393) - თხი მაი ხუნგ ნგუენი(2301) – 1:0

აშშ-ჩინეთი - 1: 3

ინდოეთი - რუსეთი- 1:3

პოლონეთი-ეგვიპტე -3.5:0.5

უკრაინა-აზერბაიჯანი - 2.5:1.5

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ:

1-2.რუსეთი, უკრაინა - 10.0-10.0 ქულა, 3-4.პოლონეთი, ჩინეთი - 8.0-8.0, 5.ინდოეთი-7.0, 6.საქართველო - 6.0, 7-8.აზერბაიჯანი, ვიეტნამი - 4.0-4.0, 9.აშშ - 3.0, 10.ეგვიპტე - 0.0.

მე-7 ტურის შეხვედრათა განრიგი:

აზერბაიჯანი - საქართველო

ეგვიპტე - უკრაინა

რუსეთი - პოლონეთი

ჩინეთი - ინდოეთი

ვიეტნამი - აშშ

0.112005