ფეხბურთი

23:45 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხონით “სევილია” და “ნაპოლი” ინტერესდებიან

ვიგოს “სელტას” მარცხენა მცველის ხონი კასტროს შეძენა “სევილიას” და “ნაპოლის” სურთ – იუწყება ცნობილი ვებგვერდი Football Espana.

როგორც ირკვევა, 23 წლის ფეხბურთელში “ნაპოლი” 10 მილიონ ევროს უხდის, თუმცა იტალიელებს ამ ტრანსფერში ძალიან სერიოზული კონკურენტი ჰყავთ და “სევილიასკენ” ის ფაქტორია, რომ მათ მომავალი სეზონიდან “სელტას” ყოფილი დამრიგებელი ედუარდო ბერიცო გაწვრთნით.

ხონის გალისიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მან გასულ სეზონში “სელტას” მაისური 50-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059276